• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    1
    ივნისი
     ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა

    🔷️ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრის ინიციატივით, შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა:

    🎶  ილია ზაქაიძის დუშეთის კულტურის სახლმა მუსიკალური ფესტივალის „ვიოლინოს გასაღების" მონაწილეთა კონცერტს უმასპინძლა, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლები და სკოლამდელი აღზრდის ფილიალების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.

    ✅️ დუშეთის სახელოვნებო სკოლაში მოეწყო სხვადასხვა მიმართულების წრეთა აღსაზრდელების ნამუშევართა გამოფენა. ღონისძიებას ბავშვებთან ერთად ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.

    🔷️  ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის ინიციატივით დაწესდა და 1950 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. მისი მიზანია საყოველთაო მობილიზება ბავშვთა კეთილდღეობის მიმართულებით.